sveticxovlis sakaTedro taZari
kompleqsSi Semavali nagebobebi
v ტაძარი;
v გალავანი;
v კარიბჭე;
v ანტონ II კათოლიკოსის სასახლე;
v მელქისედეკ კათოლიკოსის სასახლე და კოშკი.
mniSvnelovani da saintereso informacia
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი შენობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.
adgilmdebareoba
სვეტიცხოვლის კომლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთის ცენტრში.
ruka
istoriuili mimoxilva
სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის აგება, როგორც ცნობილია დაკავშირებულია მოციქულთასწორ, ქართლის გამაქრისტიანებელთან _ წმ. ნინოსთან და იმ დროინდელ მეფე მირიანთან. სწორედ მეფის “სამოთხეში”, ადრე ებრაელთა სასაფლაოზე, სადაც განისვენებდა სიდონია და მასთან ერთად დაფლული იყო საქართველოს მთავარი სიწმინდე _ უფლის კვართი _ გადაწყდა ხის ეკლესიის აგება _ “და მეყსეულად მიიღო და ასწავებდა ხუროთა, და მოჰკუეთა ნაძვი იგი და ნაძვსა მისგან შეიმზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი და ვითარ აღაშენა კედელი იგი ძელითა და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თავის-თვისად, ხოლო სუეტი იგი უდიდესი, რომელ საკუირველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებლად გამზადებული.”
იმავე IV საუკუნეში მეფე მირდატმა სასწაულმოქმედი სვეტი “გარე მოქმნა ქვითკირით და აღამაღლა ქვითკირი პირველ სვეტსა ოდნად; და თავსა მას სუეტისასა აღმართა ჯუარი იგი.”
V საუკუნისათვის ხის ეკლესია უკვე დაქცეული ჩანს. ვახტანგ გორგასალი აქ იმ დროსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძარს აგებს მოციქულთა სახელზე: “ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი, და უპყრა სუეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა იგი დაცემულ იყო ეკლესია რომელ არს სიონი დიდი.” ამრიგად, როგორც მემატიანის ნათქვამიდანაც ჩანს V საუკუნეში აქ ააგეს დიდი ბაზილიკა.

ამის შემდეგ, სვეტიცხოვლის შესახებ ისტორია XI საუკუნემდე სდუმს. 1040 წელს დაწერილ ბაგრატ კურაპალატის გუჯარში ვკითხულობთ: მელქისედეკ კათალიკოზი “წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილისა წინაშე კონსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღაშენა, დაძველებულიყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოვანი დაქცეულიყო და აღარავინ იყო მწე აღშენებად და არცა-რა ვის ძალედვა აღშენებად მის”. ბასილი კეისრის ძღვენით მელქისედეკ კათალიკოზმა “იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემო სტოათა მოქმნითა და ზედა დაბურვითა და ყოველი განასრულა და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისაცა და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკკლესია სვეტი-ცხოველი ყოველითა სამკალობითა.” ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევით მელქისედეკის ეს ანდერძი 1020-1029 წლებშია დაწერილი. 1030-40-იან წლებში კათალიკოზ ოქროპირის დროს ტაძარს მოაშენეს ეგვტერები: “ამანცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და აღაშენა დასავლის კუთხესა სამხრით ეკვდერი ქვითა წმინდითა და თეთრად შუენიერად გამოქანდაკებულითა.”
1283 წელს სამდღიან მიწისძვრას ტაძრის დაზიანება მოჰყვა, რომელიც XIV საუკუნეში გიორგი V ბრწყინვალეს აღუდგენია.
ამის შემდეგ, ისტორიაში გადმოცემულია XIV საუკუნეში, თემურ-ლენგის მიერ სვეტიცხოვლის მოოხრების ამბავი. თემურის მიერ ტაძრის დანგრევა იმდენად შემაძრწუნებელი ყოფილა, რომ მემატიანის თხრობაშიც კი კარგად იგრძნობა ეს: “რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ, საქართველოსა შინა, ვითარცა მაფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა ზედა, ამან უფროისღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღუევა ტაძრისა მას სოლომონისა, თვინიერ წარღებისა მრავალფასსა მის პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქნა, რომელ წარიღო სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი ჭურჭელნი წმინდისა კათოლიკე ეკლესიისანი, და იგი არა ჯერ უჩნდა კმაყოფად, არამედ თვითცა შეჰკადრა ბილწითა ხელითა წარმდებად ხელ-ჰყო დარღუევად და მოოხრებად სუეტისა ცხოველისა შინაგან და გარეთ ზღუდენი და პალატნი და ყოველივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვნეს სპათა ლანგ-თემურისა.”
დარბეული და დაქცეული სვეტიცხოვლის აღდგენა XV საუკუნეში დაიწყო მეფე ალექსანდრე I დიდის ბებიამ რუსამ. “ამან იწყო მრავლის წყალობითა და გულისმოდგინებითა აღშენებად წმინდისა სუეტისა ცხოველისა. პირველად გამოკაზმა და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა და ვერღარა სრულ ჰყო აღშენება მისი, ეგრეთ მიიცვალა ამიერ სოფლით”. ბებიის დაწყებული საქმე მეფე ალექსანდრე დიდმა განასრულა. ამან “ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სუეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა და განავრცო და განასრულა, და ყოვლითა მოკაზმულობითა შეამკო და განაშუენა.”
ტაძარს XVII საუკუნეშიც მოუხდა რესტავრაციის ჩატარება. 1656 წელს როსტომ მეფის დროს აღადგინეს გუმბათის ზედა ნაწილი, რაზეც კარნიზზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს, ხოლო 1687 წელს ნიკოლოზ კათალიკოზი, მცხეთის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის წიგნში წერს: “და მივჰყავით ხელი და ძველითგან დაფუძნებული კედელი სუეტის ცხოველისა მხარსა სამხრეთისასა ახლად აღვაშენეთ; კიდევ ხუთი სამხრო გამოუცვალეთ და ხელახლა აღვაშენეთ.” ამავე შინაარსის წარწერიანი ქვაა ჩატანებული სამხრეთი ფასადის მის მიერ აღდგენილ მონაკვეთში (აღმოსავლეთი მონაკვეთი).
ბოლო რესტავრაცია ტაძარს XIX საუკუნეში ჩაუტარდა ორ დიდ ეტაპად. პირველი იყო 1837-1844 წლებში საქართველოს ეგზარხოსს არქიეპისკოპოს ევგენის მიერ, რომლის დროსაც “პოდრიადჩიკმა” ხეჩო დარჩილოვმა ააფეთქა ტაძრის გარეშემო სტოები. ხოლო ჩამოცვენილი ქვები ახალი, მცირე ზომის კვადრებით შეცვალა. მეორე ეტაპი 1860 წელისაა არქიეპისკოპოს ევსენიის დროს. ამ რესტავრაციის მთავარი საზრუნავი იყო ტაძრის გადახურვა. ამ დროს აამაღლეს იატაკიც, რომელიც 2006 წელს მთლიანად მოხსნეს და მართალია არა თავდაპირველ ადგილზე, თუმცaმაინც მიახლოებით დაუბრუნეს პირვანდელი (XI ს.) დონეს.

No comments:
Post a Comment