Wednesday, December 8, 2010

სვეტიცხოველში დაბრძანებული სიწმინდე - ჯვარი პატიოსანი 
 
არა მყოლია მეციხოვნენი,
არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი,
მე შევქმენ მხოლოდ სვეტიცხოველი!
მარადისობას შეჭიდებული
არვის ვეგონო ძე დიდებულის,
გვარიც არ მქონდა ძველი, ქებული.
მე თვით უარვყავ ცხოვრება მშვიდიი
და მყუდროების სავანე ფლიდი,
ვიდექ: ვძერწავდი, ვჭრიდი და... ვშლიდი.
სიტკბოებისთვის კარი დავხურე,
ხან ვიშიმშილე, ხან ვიმარხულე
და ღვთის სახელით ხალხს ვემსახურე.
ქმნა კეთილისა ყოფილა ჯვარცმა...
რამდენი ლოდი დავლეწე კაცმა!
რამდენჯერ ვიგრძენ მიმწუხრის განცდა!
ქვაში ავანთე ფერი ყოველი.
მე დაგიტოვეთ სვეტიცხოველი.



 სვეტიცხოველი

უფლის კვართის ამბავი

ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ „მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა“, კვართი მოუქსოვა. „ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“. გადიოდა ხანი, „წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა“ იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა“. თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.
იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოიძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!“ - და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.
ეტყობა, მაცხოვრის ჯვარცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში „ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა“ და მიუძინებია „თავისი დედის ძილით“. ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრი უცდიათ, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.
რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.
აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის „ერად საზეპუროდ შემზადებაი“ და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია „ამას საშინელსა მადლსა“. როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, „ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა“.
შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვართით დაწინდული „საზეპურო ერის“ ქრისტესთან ქორწილისა, შეერთებისა... ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. წვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასოწარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება.
იცისკრა. ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, „ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული“. ასე მოგვითხრობს „სვეტიცხოვლის საკითხავი“, ხოლო „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულა.
ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. მოდიოდნენ სვეტთან და ვეღარ შორდებოდნენ საკვირველ სახილველს. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. პირველად შობითგან ბრმა ურია განუკურნავს სვეტი-ცხოველთან მიახლებას, შემდეგ საწოლს მიჯაჭვული ყრმა სეფეწული ამაზასპანი დაუყენებია ფეხზე. იმხანად ერთ ურიას მხოლოდშობილი ძე მოჰკვდომია. ყველა სვეტი-ცხოველის სახილველად წასულა, მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ: „აღდეგ, მხოლოდშობილო ჩვენო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა“, რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. და უცებ, თითქოს გაიღვიძაო, მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტიცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი; ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაცხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა მოისმა: „მეცოდებიან შენი მშობლები, მათი ტკივილისგან „მელმისო გული“, - მერე კი ანგელოზთ უბრძანა, ყრმის სული სხეულში დაებრუნებინათ.
ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტიცხოველთან მიახლოებას. აღტყინებისგან ერთმანეთს თელავდნენ. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. საბურველმა ვერ დააბრკოლა სვეტიცხოველის მადლი...
მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნაწილი, სამსჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა - უთხრა, რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა - მის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფემ ურიებს დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე. მათაც წმინდა ქალწულის ნათქვამი დაადასტურეს. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი.
მირიანის ვაჟს, რევის, მეფობის ჟამს შეშინებია, სვეტი-ცხოველი საბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონო, და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს მეათე საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი I-ის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. ტაძარი თემურ ლენგის შემოსევისას დაზიანებულა და ალექსანდრე დიდს იგი ხელახლა აღუდგენია. ტაძარი კვლავ დაზიანებულა შაჰ-თამაზისა და მისი შვილიშვილის შაჰ-აბასის შემოსევებისას. როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, 1656 წელს აღუდგენია სვეტიცხოვლის გუმბათი, რის გამოც იგი ვაჟთან ერთად ტაძარში გამოუსახავთ. შემოსევების გამო დაზიანებულა სვეტი-ცხოვლის ირგვლივ აშენებული გოდოლიც და იგი აღუდგენიათ 1675 წელს, კათოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით. გოდოლი „მოქცევაი ქართლისაის“ სცენებით მოუხატავს გრიგოლ გურჯვარიშვილს.
სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, „საელჩო პრიკაზში“ გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.


წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი

უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელი „განდრეკილობდა რეცა გონებით“ სვეტიცხოვლის მიმართ და ამბობდა, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო.. ერთხელ მეფეს სვეტი-ცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს, ძილში, თურმე სვეტის თავზე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. „დავით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ; იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო“.
გაეღვიძა მეფეს, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო, ცრემლით დაალტო იატაკი და „პირველთა ცდომათათვის და ურწმუნოებისა“ შენდობა ითხოვა ღვთისგან.


ვერავინ შეძლო კვართის ხელყოფა

მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღეს შაჰრი-ხათუნს სიწმინდის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთის მგმობელი... ვერც თემურ-ლენგი და ვერ შაჰ-თამაზი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად. მხოლოდ შაჰ-აბასს გაუბედავს და უბრძანებია სვეტი-ცხოველის საძირკვლის გათხრა, მაგრამ მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ მკრეხელობის ჩამდენნი. შაჰს შეშინებია, ჩამომხდარა, ტაძრისთვის მოკრძალებით შემოუვლია გარს, სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტია მიუცია.
რაც შეეხება შაჰის მიერ რუსეთის ხელმწიფესთან 1625 წელს გაგზავნილ საჩუქარს, თითქოსდა უფლის კვართს, ეს ტილოს მოწითალო ნაჭერი ყოფილა, თითო მტკაველის სიგრძე-სიგანისა, რომელზეც თურმე ლათინური მანერით იყო გამოსახული უფლის წამების და ჯვარცმის ეპიზოდები. „ზეითგან გამოსქოილი“ კვართი დანაწევრებისას, ცხადია, დაიშლებოდა. ამგვარად, შეუძლებელია, შაჰის საჩუქარი უფლის კვართი ყოფილიყო.
მაშ, რა იყო ეს სიწმიდე, რომელმაც ამდენი სასწაული მოახდინა რუსეთში?
კონსტანტინეპოლის დამხობის შემდეგ საქართველოში მრავალი სიწმინდე მოხვდა. ალავერდის ტაძარში დაცული გახლდათ ქრისტეს პერანგის ერთი ნაწილი, რუსთავის ფერისცვალების ტაძარში კი ღვთისმშობლის სარტყელი. შესაძლოა, შაჰის საჩუქარი ერთი ამათგანი ყოფილიყო. ამგვარ ვარაუდს გამოთქვამს თეიმურაზ I 1639 წელს რუსეთის ხელმწიფისთვის გაგზავნილ წერილში.


სვეტიცხოვლის სიწმინდენი

სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსევამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულმოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.
სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტი-ცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36x17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავდა „არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ“.


უფლის კვართი განუყოფელია

როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა“ და „შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს“. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.
ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ „ზამთრის სასტიკებისა“ და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტი-ცხოველი „სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ „შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო“, - უბრძანებია უფალს.
ეკლესიის ერთიანობას არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგები და მცხეთის საყდართან კავშირის გაწყვეტის მცდელობით იმისაც მიაღწიეს, რომ ეს დალოცვილი მხარე სულიერადაც და ფიზიკურადაც დაცარიელდა და გამოიფიტა. უფლის კვართის დარღვევის სურვილით მათ საკუთარი სული დაარღვიეს და მომავალ თაობებს დაუტოვეს იმხელა ტვირთი, რომ არ ვიცი, მისი ამწევი ოდესმე თუ დაიბადება...


და ბოლოს

ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზე აგებული და ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს. ჩვენც ერთ პარალელს გავავლებთ: სოლომონისეული ტაძრის ნანგრევებიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა დაწვა იულიანე განდგომილის მიერ ღვთის ნების წინააღმდეგ ტაძრის ასაგებად გაგზავნილი მუშები. იქიდან, საიდანაც ადრე მირონი მოედინებოდა, უფალმა ცეცხლი ამოაფრქვია. ამიტომაც გვეშინოდეს სვეტი-ცხოველთან უკრძალველად მიახლებისა, განსაკუთრებით - კვართის დღესასწაულზე, გვეშინოდეს და შევიქმნათ იმ „საზეპურო ერად“, რომელსაც უფალი, ნიშნად დიდი წყალობისა, სვეტი-ცხოველის ძირიდან აღმოუცენებს და უწყაროებს „მირონსა, ვითარცა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა“.


სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.

ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.

გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.

საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.

იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო:

გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.

 337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.

 ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.

შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.

ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".

მოხატულობა

XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეტ დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც     მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.

ფასადი

ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.

გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.

არქიტექტურა


სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.



arqiteqturuli aRwera
) სვეტიცხოვლის ტაძარი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთი მიმართულებით დაგრძელებულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, სადაც ჯვარი, ოთხი მკლავის მეშვეობით სივრცეში იქმნება. აღმოსავლეთის მკლავი სრულდება საკურთხევლის აფსიდით, ხოლო დანარჩენი სამი მკლავი სწორკუთხაა. საკურთხევლის ორივე მხარს აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნოა (რომლებიც დამოუკდებელ ეკლესიებად მოქმედებენ). სამხრეთ ოთახს, სადიაკვნესა და საკურთხევლის აფსიდს შორის მოთავსებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი, რის გამოც სადიაკვნო, სამკვეთლოსთან შედარებით მცირეა. დასავლეთი მკლავი ორი არათანაბარი თაღით სამ ნავად იყოფა.





gegma

 ნაგებობის ცენტრში აღმართული გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობა. დასავლეთით ტაძარი გრძელდება ნართექსით და მასზე მოწყობილი პატრონიკით, რომელიც სამი თაღით იხსნება დასავლეთი მკლავისკენ (პატრონიკე ახლა გაუქმებულია), ხოლო ნართექსის შესასვლელი გამოყოფილია კარიბჭით. ტაძარში შესასვლელი სამია: მთავარი დასავლეთიდან და დამხმარეები _ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე, ცენტრიდან ოდნავ დასავლეთით ჩაწეული. 
დასავლეთი მკლავის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სამ-სამი მძლავრი, ღრმა თაღია, რის საშუალებასაც ძლიერი ნავთგამყოფი პილონები იძლევა. იგი არა მხოლოდ დეკორატიულად,   
ვიზუალურად ამსუბუქებს კედელს, არამედ პირველყოვლისა კონსტრუქციულად ამცირებს კედლის მასას. პირველ ორ თაღის შიდა კედელზე გაჭრილია დასავლეთი მკლავის გამანათებელი სარკმელები. მის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ მკლავზე, ორივე მხარეს არის ხუთ-ხუთი სარკმელი, რომლებიც ანათებენ კონქის გვერდითა დერეფნებს. ეს სარკმლები გაფორმებულია ლილვოვანი თაღნარით. 
სვეტიცხოვლის ფასადები, მიუხედავად ძლიერი გადაკეთებებისა, მაინც ინარჩუნებენ XI საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ ნიშანს _ ყველა ფასადის მომცველ დეკორატიულ თაღნარს. 
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოგვიდგება ამ ეპოქაში ძალზე გავრცელებული




ცენტრისკენ რიტმულად განვითარებული ხუთი თაღის კომპოზიცია და მასში ჩართული ორი სამკუთხა ნიში, რომელთა კონქი მარაოსებური ორნამენტით არის გაფორმებული. ეს ნიშები შიგნით, გეგმაზე ნახევარწრიული ნიშით არის გართულებული. თეძმის მწვანე ტუფისაგან აწყობილი თაღნარი შედგება ერთსაფეხურიან პილასტრზე დადებული შეწყვილებული ლილვისაგან, ხოლო იქ, სადაც ეს ორი ლილვი ერთმანეთს უერთდება ძირითადიღეროშედგება სამი ლილვისაგან. ერთი ლილვი აუყვება პილასტრის და კედლის კუთხესაც. თაღის ყველა ქუსლი გაფორმებულია ბურთულიანი კაპიტელებით. ასევე ბურთულებით არის მორთული ბაზისები. ფასადი აღმართულია სამსაფეხურიან, მაღალ ცოკოლზე. 
aRmosavleTis fasadi
ფასადის ძირითადი მორთულობა თავმოყრილია შუა თაღში. ეს არის: სარკმლის ოთხზოლიანი, წითელი და ყვითელი ფერის ორნამენტული ქვებისაგან შემდგარი საპირე, მის ქვემოთ, კუთხეებში მოთავსებული ანგელოზების და ხარის თავების გამოსახულებები, ასევე მათ შორის ჩასმულივედრებისკომპოზიცია. სარკმლის თავზე, თაღნარის კაპიტელებს შორის მოთავსებულია ორნამენტული ფრიზი, რომელიც შედგება სამი ჰორიზონტალური ნაწილისაგან: ზემოთ, ჩამოკიდებული გირჩების მწკრივია; შუაში გადმოკიდებული ფოთლების მოტივი და ქვემოთ დაწნული ლილვის ხაზი. შუა თაღის მორთულობას აგვირგვინებსმარაო”, რომელზეც მოცემულია ტაძრის მთავარი სამშენებლო წარწერა, მელქისედეკ კათალიკოსის და ხუროთმოძღვარ არსუკისძის ხსენებით. მარაო ფარშევანგის კუდივით იშლება ასეთივე სხივებიანი მცირე ზომის დისკოსაგან, რომელიც, თავის მხრივ, ასრულებს კედლიდან ამოზრდილ ვაზის ღეროს, რომელსაც ორი მტევანი აქვს გამობმული. ფრონტონში მოთავსებულია სამი სარკმელი, რომელიც ჩასმულია ლილვოვან ჩარჩოში, ხოლო მის მარცხნივ ერთმანეთის თავზე წარმოდგენილია ლომისა და არწივის რელიეფური გამოსახულებები. თითო-თითო მოურთავი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვნეს და მათ ზედა ოთახებს.
ტაძარში არის მხატვრობის ფრაგმენტებიც. რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. ტაძარი თავდაპირველად XI საუკუნეში მოუხატავთ თუმცა იმდროინდელი მოხატულობიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა. დღეს არსებული ფრაგმენტები XVI-XVII-XVIII სს განეკუთვნება, რომელთაგან ნაწილი განახლებულია XIX საუკუნეში. მოხატულობას თან ახლავს ბერძნულ-ქართული წარწერები. გრძივი განიკვეთი ჩრდილოეთისაკენ საკურთხევლის აფსიდში ქრისტე პანტოკრატორია წარმოდგენილი. ბემის კამარაზე გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. ბემის წახნაგებზე -ორი წმინდანია: დასავლეთ ნაწილზე - წმ. მამანტოსი, ხოლო ჩრდილოეთით - წმ. ანექტოსი. გუმბათი მთლიანად შეთეთრებულია, მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი ცენტრში-ცეცხლოვან ეტლზე შემდგარი ქერუბინებითა და მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებებით გარშემორტყმული ქრისტეს დაზიანებული ფიგურა და წარწერის ნაწილი -” საბაოთ სავსე არს ცა და ქვეყანა დიდებითა მისითა”. ფრესკები არის ასევე ცენტრალური ნავის ჩრდილოეთ კედელზე (XVII ). თაღს ზემოთ მოცემულიახარებისკომპოზიცია, ხოლო თაღზე მედალიონებში გამოსახულია IV საუკუნის დასაწყისის ქრისტიანობისთვის წამებული წმინდანები. მედალიონების ორსავ კიდეზე თითო წინასწარმეტყველია - დავითი (აღ) და სოლომონი (დას). ჩრდილო-დასავლეთის სვეტის შიდა მხარეზე მოთავსებულია წმ. დიდმოწამე ქრისტეფორე, ცხოველის თავით ქრისტეფორეს გარდა კუთხეებში გამოსახულნი არიან წმ. სიმეონი, წმ. დანიელი და კიდევ ერთი წმინდანი რომელიც დაზიანებულია და არ იკითხება. ჩრდილოეთის თაღის დასავლეთი სვეტის მოხატულობა ოთხ იარუსადაა დაყოფილი. 1. ქრისტეს ქადაგება იერუსალიმში, მწიგნობრები და ფარისეველნი. 2. ქრისტე აღადგენს განრღვეულს. 3. სიმბოლური სცენა, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს -”ფხიზელი თვალი”-ქრისტეს თავთან უზის მარიამი, ფერხთით მთავარანგელოზი, მოშორებით ისაია გრაგნილით ხელში, მასზე წარწერაამიიძინა ვითარცა ლომმან”, ქვემოთ IV რეგისტრში, მოცემულია ჯვართამაღლების სცენა, რომაელ ქრისტიან იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის ელენეს გამოსახულებით. ეს ფრესკაც განახლებულია XIX -ის ბოლოს მხატვარ იოსებ პიჩის მიერ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ სვეტის აღმოსავლეთ წახნაგზე მარიამ დედოფალი და მისი ძე ოტიაა წარმოდგენილი, მათ ზემოთ კი ღვთისმშობელი ყრმით.
ჩრდილო-აღმოსავლეთ სვეტის სამხრეთით წახნაგებზე გამოსახულნიაძველთა დღეთა” - მოხუცი ყრმით, ხოლო კუთხეებში მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებანი. მის ზემოთ მოციქულთა ჯგუფია პეტრეს და პავლეს წინამძღოლობით, რომლეთაც ეკლესია უპყრიათ ხელთ.
სვეტიცხოვლის ცენტრალურ ნაწილში სამხრეთ მხარეს დგას თაღოვანი ნაგებობა, მასზე არსებული მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან. ცნობილია მხატვრის გვარიცგრიგოლ გულჯავრიშვილი.
მხატვრობით შემკულია სამხრეთი კედლის ნაწილიც. მოხატულობა XVII -ით თარიღდება, უფრო ზუსტად კი 1687.
) სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 ; X 110,5 ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა. ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული. ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი (ახლა მათში კელიებია მოწყობილი);. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
) ანტონ II კათოლიკოსის სასახლე - ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე.
) მელქისედეკ კათოლიკოსის სასახლე - სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთით. თარიღდება XI საუკუნით. 1963-1964 წლებში ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი . კალანდაძე). გადაითხარა 1500 2-ზე მეტი ფართობი რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა. განათხარი ინახება მცხეთის მუზეუმში. ძირითადი ნაგებობა მელქისედეკისეული სასახლეა (38,5 ; X 18,5 ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 -მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 . მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე - საძირკვლის ქვეშ (0,6 სიღმეზე) გამოვლინდა რიყი ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა. მელქისედეკის სასახლე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. პირველად XIV- საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 -ის მოშორებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1.5-2 ). სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს. ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. მესამეჯერ XVII საუკუნეში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა.

 

aRmosavleTis fasadi


კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა:
«ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა».
გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე  მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია(პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.